თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ თურქეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. ერდოღანმა ხმათა 52% მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პირველივე ტურში შეძლო გამარჯვება, იტყობინება Anadolu
ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა მოჰარემ ინჯემ კი ხმათა 30% დაგროვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება, თუმცა ამისთვის ის ნაციონალისტურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბებს კოალიციას.
საპარლამენტო არჩევნებზე 10%-იანი ბარიერი გადალახა მერალ აქშენერის პარტიამ „კარგი პარტია“ ხმათა 10.06 პროცენტით.
კომენტარები