კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას განცხადებით, პოლიციის შესვლა კლუბის ოფისში არის კლუბის წინააღმდეგ მიმართული წნეხის გაგრძელება. მისივე თქმით, შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ პოლიცია ოფისში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მივიდა – სიცრუეა.
„სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ და ამოწმებენ დოკუმენტაციას. ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი“, – განაცხადა ტატო გეთიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
კომენტარები