NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

22 ივნ 2018 ახალი ამბები 348 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 20 ივნისს აშშ-ის კონგრესს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი, ორპარტიული რეზოლუცია წარედგინა.

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუცია წინ უძღვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერების მომდევნო კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს.

კერძოდ, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, რეზოლუცია ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე.

რეზოლუცია ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და ხალხისადმი, ასევე ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას.

კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები; შეწყვიტოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო  სამხედრო შენაერთების და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა; მათ შორის, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დესტაბილიზაციის მიზნით მიმდინარე ქმედებები.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

კონგრესმენები მიესალმებიან რუსეთის დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან გასამკლავებლად, მხარს უჭერენ აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, განმტკიცებას.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან აწარმოოს დიალოგი, რათა დაეხმაროს მათ შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.

რეზოლუციას მომდევნო ეტაპზე კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. კომიტეტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება შემდეგი კენჭისყრა.

 

კომენტარები

აშშ კონგრესი წარდგენა 2018-06-22
Tags აშშ კონგრესი წარდგენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკოლოზ მჟავანაძე: ნიკა გვარამიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

შემდეგი სტატია

„გუგუშვილის მომართვა იყო ჩემ მიმართ ასეთი: თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ!“

მსგავსი სტატიები

ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს გადმოასვენებენ

ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს გადმოასვენებენ

სოსო ელისაშვილი 04 აგვ 2017
თეა წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით

თეა წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით

სოსო ელისაშვილი 31 მარ 2018

დონალდ ტრამპმა ქარიშხლის გამო პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

10 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge