NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ფონდი “ქართუ”: …შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად არ სურს მის ფულზე უარის თქმა

ფონდი “ქართუ”: …შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად არ სურს მის ფულზე უარის თქმა

22 ივნ 2018 საზოგადოება 793 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რეჟისორ გიორგი შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია, ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც „ქართუს“ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად რეჟისორს ფონდმა ფულადი დახმარება შუწყვიტა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით.

გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება.

ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო.

თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან.
მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ.
გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად.
ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი გიორგი შენგელაია ფონდი "ქართუ" 2018-06-22
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი გიორგი შენგელაია ფონდი "ქართუ"
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარუდგინა

შემდეგი სტატია

მელანია ტრამპის ქურთუკზე წარწერის გამო განმარტება თავად დონალდ ტრამპმა გააკეთა

მსგავსი სტატიები

შსს: რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის სქემა

შსს: რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის სქემა

11 ივნ 2018
ჩვენ ვიღებთ უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

ჩვენ ვიღებთ უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

ირაკლი შალიკაშვილი 06 სექ 2021
„სამწუხაროდ მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის მომზადების წესების გაკონტროლება“

„სამწუხაროდ მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქციის მომზადების წესების გაკონტროლება“

26 იან 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge