NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

22 ივნ 2018 პოლიტიკა 879 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა.

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

„რეზოლუცია წინ უძღვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერების მომდევნო კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს.

კერძოდ, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, რეზოლუცია ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე.

რეზოლუცია ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და ხალხისადმი, ასევე ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას.

კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები; შეწყვიტოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო სამხედრო შენაერთების და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა; მათ შორის, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დესტაბილიზაციის მიზნით მიმდინარე ქმედებები.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

კონგრესმენები მიესალმებიან რუსეთის დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან გასამკლავებლად, მხარს უჭერენ აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, განმტკიცებას.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან აწარმოოს დიალოგი, რათა დაეხმაროს მათ შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.

რეზოლუციას მომდევნო ეტაპზე კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. კომიტეტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება შემდეგი კენჭისყრა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP აშშ კონგრესმენი 2018-06-22
Tags TOP აშშ კონგრესმენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები“

შემდეგი სტატია

„ეს არის გაგრძელება იმ წნეხის და კამპანიის, რაც „ბასიანის“ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს“

მსგავსი სტატიები

პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

ხაინდრავა: ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და დღეს მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს

25 სექ 2018
სამართალდამცველებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

24 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge