NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ირანის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა

შსს-მ ირანის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა

21 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 720 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, შსს-მ ბოლო 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიგინზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) 8 პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. სამართალდამცველებმა, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული ცხოვრობდა, განსაკურებით დიდი ოდენობით – 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ორი მოქალაქეა დაკავებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ე. ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკვრად დაფასოებული 900 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში გადასვლას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ქალი სარფში დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი „სუბოქსინი და 20 აბი „მეტადონი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ამავე პერიოდში ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) – 72 პირს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

ირანის მოქალაქეები მამუკა ჭელიძე ნარკოდანაშაული შსს 2018-06-21
Tags ირანის მოქალაქეები მამუკა ჭელიძე ნარკოდანაშაული შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

მსგავსი სტატიები

დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

ირაკლი შალიკაშვილი 26 თებ 2021
Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

10 დეკ 2018
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge