NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლისკენ მოუწოდებს

21 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 592 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აუდიტის სამსახურს მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლისკენ მოუწოდებს. 19 ივნისს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეწირული 20 000 ლარი საკუთარი არ იყო და მისი საბანკო ანგარიში „იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია შემოწირულების  სხვა პირის მეშვეობით განხორციელება. ეს ქმედება იწვევს აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შენატანის ორმაგი ოდენობით. თუმცა, ვინაიდან ამ ტიპის დარღვევებზე 2012 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ აქტი, დამრღვევის მიმართ სანქცია ვეღარ იქნება გამოყენებული.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული  შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ უნდა განმარტოს, რა სახით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელებაში. აუცილებელია, გაირკვეს, იყო თუ არა იგი ჩართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და სანქცია ვერ იქნება გამოყენებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ შემთხვევის შესასწავლად მაინც მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე. ცნობისათვის 2013 წელს მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე ჰქონდა, როდესაც მან ამნისტირებულ დარღვევაზე მაინც იმსჯელა და დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ  სანქცია ვერ დააწესა“,– ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

აუდიტის სამსახური ბახტაძე მამუკა ბახტაძე ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გამჭვირვალობა სამართალდარღვევის ფაქტი შემოწირულობა 2018-06-21
Tags აუდიტის სამსახური ბახტაძე მამუკა ბახტაძე ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გამჭვირვალობა სამართალდარღვევის ფაქტი შემოწირულობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბატონმა მამუკამ ისაუბრა იმ 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ძალიან პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“

შემდეგი სტატია

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინა

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ – ეს არის ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო”

დიმიტრი ქუმსიშვილი – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაცემული დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ – ეს არის ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო”

11 ივნ 2018

ავტომობილების ტექდათვალიერება 1-ელი იანვრიდან იწყება

07 დეკ 2017

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი მიზანი, ჩვენი ახალგაზრდების თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა”

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

  • 5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

    5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge