პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა არსებული შემადგენლობით მუშაობას დღეს იწყებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ის, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობას, ეს ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო პროგრამა სარგებლობს სრული მხარდაჭერით უმრავლესობის მხრიდან.
„ის, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობას, ეს ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო პროგრამა სარგებლობს სრული მხარდაჭერით უმრავლესობის მხრიდან. ბატონმა მამუკამ ისაუბრა იმ ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ძალიან პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა არსებული შემადგენლობით დროებით იმუშავებს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. ბახტაძე სამინისტროების რაოდენობის 11-მდე შემცირებას გეგმავს.
კომენტარები