თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა, ის მაინც დარჩება „ქართული ოცნების“ მთავარ მოთამაშედ.
„მქონდა კონსულტაციები იმასთან დაკავშრებით, ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, მაგრამ ჩემთვის არის აბსოლუტურად სულერთი, ვიქნები თუ არა, თუ არ ვიქნები ახალ შემადგენლობაში, მე ვიქნები არა შიგნით, არამედ გარეთ. გარეთ ვიქნები ისევ „ქართული ოცნების“ მთავარი მოთამაშე, გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო თავისუფალი, კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ ჩემ ოპონენტებს, როცა ვიქნები გარეთ“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები