პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა სიღარიბეა და ამი პრობლემბის აღმოსაფხვრელად მომავალ მთავრობას კონკრეტული ხედვა აქვს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება.
„ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს, რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს – ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ, საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების მაღალი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა.
ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები