NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

20 ივნ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 942 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს. მარათონი „თბილისი“ დედაქალაქში 24 ივნისს, პირველად გაიმართება და სტარტს ვაკის პარკში აიღებს. მონაწილეები რეგისტრაციას 09:00 საათიდან 09:30 საათამდე ადგილზევე გაივლიან.

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს სექტორს, პოლიტიკოსებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ერთად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება იგეგმება.

„22 ივნისს იწყება  ფესტივალი TBILISI OPEN AIR, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით ლისის ტბაზე ჩატარდება. ასევე, 22 ივნისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან გაიმართება  მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებისა და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული, ბიჭუნათა კაპელას კონცერტი; 22 ივნისიდან მეტროსადგურთან “თავისუფლების მოედანი” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლების ღია ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ და ეს ღონისძიება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ნაცვლად კუს ტბაზე გაიმართება, ვინაიდან სპორტული სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს. 23 ივნისსვე, 19:00 საათზე, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“  ფარგლებში, 9  აპრილის ბაღში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი,  გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება. 24 ივნისს, ვერის ბაღში, 20:00 საათზე გვექნება ღია კინოთეატრი „თბილისის ცის ქვეშ“ – მხატვრული ფილმი „სინემა პარადისოს“ ჩვენება გაიმართება.

შემდეგი კვირიდან ჩვენი ღია კინოთეატრი ათივე  რაიონში გამართავს კინო ჩვენებებს და ასევე სხვადასხვა რეჟისორებთან შეხვედრებს. ამასთან, 24 ივნისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში  TBILISI FLEA MARKET გაიმართება. ამავე საღამოს ვაკის პარკში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიებები ყოველკვირეულად, პარასკევს, შაბათს, კვირას სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება. დედაქალაქის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში არის კონკრეტული ადგილები, სადაც უქმეებზე რაღაც საინტერესო ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია  მოვიდეს და ისიამოვნოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

 

კომენტარები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მარათონი 2018-06-20
Tags დედაქალაქის მერი კახა კალაძე მარათონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

 მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს

შემდეგი სტატია

კუნძულ სუმატრაზე გემის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ 178 ადამიანია დაკარგული

მსგავსი სტატიები

„საქართველოს მიწა კვლავ ანწუხელიძეების სისხლით გადაწითლდება“

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
მილანთან მატარებლის რელსებიდან გადასვლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მილანთან მატარებლის რელსებიდან გადასვლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 იან 2018
„ამ პროცესების პოლიტიზირება არ ივარგებს” – წულუკიანი ციხის მშენებლობაზე მოქალაქეების პროტესტს ეხმაურება

„ამ პროცესების პოლიტიზირება არ ივარგებს” – წულუკიანი ციხის მშენებლობაზე მოქალაქეების პროტესტს ეხმაურება

16 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge