საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ფონდმა „ქართუ“ სტიპენდია მოუხსნა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„გიორგი შენგელაიას პოლიტიკური შეხედულებები არასდროს მომწონდა და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია სამართლიან კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ის უდაოდ არის გენიალური რეჟისორი და დამამცირებელია, რომ ნიჭიერ ადამიანს ექნება თუ არა საჭმლის ფული, ჯაყოს ხუშტურებზეა დამოკიდებული“,-წერს სააკაშვილი.
„ქართუ ჯგუფის” დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა, „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ ცნობა გ. შენგელაიასთვის ფულადი დახმარების მოხსნის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. მისივე თქმით, გ. შენგელაია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იღებს ფონდი „ქართუსგან“ სოლიდურ ფულად დახმარებას.
კომენტარები