ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი? -ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
„მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არცერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“,-განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარები