პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართება. მოსახლეობა სოფელ დუისში 14:00 საათზე შეიკრიბება და ხელისუფლებას მიმართავს.
„აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, სახელმწიფომ თქვას, რომ დაუშვა შეცდომა და დაისაჯონ, გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. იყოს გამოძიებული ყველაფერი, რომ სამომავლოდ ისე არ გაამწარონ დანარჩენი მშობლები, როგორც მე და ზაზა“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პარალელურად მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება თბილისში, „მოდულის“ შენობასთან, ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“ წერს.
კომენტარები