NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჩხენკელი: „ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება“

მიხეილ ჩხენკელი: „ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება“

19 ივნ 2018 ახალი ამბები 925 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ზოგადი განათლების კუთხით უმთავრესი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამედროვეობის შესაბამის ცოდნაზე, რაშიც მოსწავლეებს  ამ მიმართულებით დანერგილი ახალი პროგრამები დაეხმარება. მათ შორის აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით,  წამყვანი პროფესორები და მეცნიერები მოსწავლეებს დამატებით ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ და თავიანთი დარგების ხიბლზე მარტივი ენით მოუთხრობენ.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიასთან, რომლის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები შეძლებენ, უნიკალურ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას ესტუმრონ და STEM-ის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ. „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით სკოლებში სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის „მაინქრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის“ დანერგვა, რომელიც ბავშვებს ფართო ასპარეზს უშლის. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის გაქართულება და პილოტირების რეჟიმის გავლის შემდეგ იგი ყველა სკოლაში გავრცელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება. დაწყებით საფეხურზე სკოლებში დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მოსწავლეები ახალი, ტექნიკურად  და შინაარსობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

მინისტრის თქმით, პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, უწყვეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ზაფხულის პერიოდში მათთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება  პრაქტიკული უნარების განვითარებასა და თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებზე.  რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სპეციალურ მასწავლებლებს სექტემბრიდან  მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მოდელში ფინური განათლების ელემენტების დანერგვას. ამ მიმართულებით სამინისტრო ფინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

კომენტარები

განათლება მიხეილ ჩხენკელი სასწავლო პროცესი 2018-06-19
Tags განათლება მიხეილ ჩხენკელი სასწავლო პროცესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

შემდეგი სტატია

გახარია: „1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით“

მსგავსი სტატიები

არასამთავრობოები: “ბასიანის” ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს

არასამთავრობოები: “ბასიანის” ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს

20 იან 2018
„არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი” – არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

„არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი” – არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

19 იან 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge