პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასი გაიზრდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოვძებნეთ, იმით ვაპირებთ და მათ შემდეგი თვიდან ხელფასები გაეზარდოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.
კომენტარები