სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო N7 პენიტენციურ დაწესებულებას ხურავს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დაწესებულების დახურვა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 26 ივნისს, დავხურავთ ავადსახსენებელ N7 პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული დაწესებულება მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში.
სახალხო დამცველთან ერთად დავხურავთ აღნიშნულ დაწესებულებას და იმედია, მსგავსი ტიპის პენიტენციური დაწესებულება საქართველოში არასდროს იქნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
კომენტარები