რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, კახა კახიშვილის განცხადებით, იგეგმება მცირე ზომის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მშენებლობა, რომელშიც განთავსდება არაუმეტეს 500 მსჯავრდებული. კახიშვილის თქმით, პატარა ციხე სამართავად უფრო ეფექტურია
კახიშვილმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ შრომით სქმიანობაში და შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდეთ საპატიმრო დღეები.
„შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხის, იმიტომ, რომ სამართავად უფრო ეფექტურია და დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების. მაგრამ ადამიანს, რომელიც მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა, რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მასზე ზეგავლენა. ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან, ამიტომ ჩვენ წარმოგიდგენთ ძალიან მალე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემდგომში გამოკლებულზე, რა თქმა უნდა, შეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელიც კანონით არის დადგენილი, ეს იქნება პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა იმ ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს“,-განაცხადა კახიშვილმა.
კომენტარები