NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები „გეგრეხებათ“? “

„ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები „გეგრეხებათ“? “

19 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სოციალური მედია 1029 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მითქვამს და გავიმეორებ, ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან ძალად არასამთავრობო სექტორი მიმაჩნია. მაგრამ, მეორეც მითქვამს და იმასაც გავიმეორებ – ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით, ენმ შიშით თუ ზიზღით თუ სიძულვილით რომ არ არიან სრულფასოვნად ჩაბმული აქციებში მაჩალიკაშვილის და სარალიძის დასაცავად,- ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი ბოდიში და გვინახავს, პლინტუსს ქვემოთ ოპოზიციასთან (მათ შორის, პრორუსულთან) გაერთიანებული არასამთავრობო სექტორი რობაქიძის, ვაზაგაშვილის და გირგვლიანის საქმეებზე და პოლიტიკური მესიჯების გახმოვანებაც გვახსოვს, მათ შორის, ანტისამთავრობოს. და ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”? რუსეთიდან მოგზავნილი ივანიშვილის გვერდით ყოფნა არ იყო რეპუტაციისთვის დამაზიანებელი და პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერაა?

იცით, რომ პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ ალბათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ეს პატივისცემა და გულშემატკივრობა მავალდებულებს გითხრათ, რომ მძიმე შეცდომას უშვებთ, რითიც, საბოლოო ჯამში და სამწუხაროდ, ქვეყანას არათუ ვერ ეხმარებით, არამედ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვნებთ კიდეც, რამეთუ პასიური და ბალანსირებულ-ზომიერი პოზიციებით და ანგარიშებით, უნებლიედ უხანგრძლივებთ ქართული ოცნების ოლიგარქიულ, კლეპტოკრატიულ და უკვე გამოკვეთილად კრიმინალურ რეჟიმს სიცოცხლეს. ამ ანგარიშებით იქმნება დემოკრატიული პროცესის, თუნდაც უკიდურესად ნაკლოვანის, მაგრამ მაინც პროცესის იმიტაცია. ამ დროს ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ საქართველო არავითარ კავშირში აღარაა დემოკრატიასთან, ის არც მრავალპოლუსიანი ოლიგარქიაა (როგორც უკრაინა) – ქვეყანა ერთი მდიდარი ფსიქოპატის უკანა ეზოა, რომელიც, როგორც დოქტორი მორო თავის კუნძულზე, ჩვენ სამშობლოში ადამიანებზე საზარელ ექსპერიმენტებს ატარებს, უფასოდ ხელში იგდებს პრაქტიკულად მთელ ქვეყანას და, პარალელურად, ცხადია, დიდ ფულსაც აკეთებს.

ასევე, ან არ იცით, ან გავიწყდებათ, რომ მარტოკა თქვენი ძალისხმევით და პროცესების პოლიტიკური სტერილიზაციით, ერთი მეტრით წინ ვერ წაიწევს ამ ქვეყანაში დემოკრატია. გერევათ, მეგობრებო: თქვენ ხართ დემოკრატიის ვოჩდოგები და არა შემოქმედნი. დემოკრატიას პარტიები და ხალხი ამყარებენ ერთობლივად. მედია და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სწორი მიმართულების მიმცემი მოდარაჯე ძაღლები არიან. და ამ რაღაც მითიური და გაუსვრელი ახალი ძალის ლოდინით თავს ნუ დაიღლით, ამ ათწლეულში და, მაღალი ალბათობით, არც შემდეგ ათწლეულში ეგ არ მოხდება და ნუ იქნებით გულუბრყვილოები და პოლიტიკის არმცოდნე უმწიფარები – ფუჭია ეგ მოლოდინი.

ასე რომ, გამონახეთ საკუთარ თავში რესურსი, დაივიწყეთ ძველი წყენები და დადექით იქ, სადაც ხალხის მაჯისცემაა. თორემ უკვე ძალიან დროს და რეალობას აცდენილია ეს გაურკვეველი შუაშისტურ-ნეიტრალურ-დაბალანსებულ-პოლიტკორექტული და საბოლოო ჯამში ერთი და იგივეს მთქმელი და არაფრის მომტანი პოზიციები. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუაშისტ-ნეიტრალებს არასდროს არაფრისთვის არც მიუღწევიათ და არც რაიმე სერიოზული ცვლილება მოუტანიათ ამ ქვეყანისთვის. არასდროს! ასე ისხდებიან კლავიატურებთან, თქვენს მოსაწონ სტატუსებს დაწერენ კვლავ და, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არჩევნებზეც კი არ წავლენ, არათუ რამე უფრო სერიოზულს იზამე“,-წერს გვარამია.

მითქვამს და გავიმეორებ, ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან ძალად არასამთავრობო სექტორი მიმაჩნია. მაგრამ, მეორეც…

Posted by Nika Gvaramia on ორშაბათი, 18 ივნისი, 2018

 

კომენტარები

არასამთავრობო სექტორი ეკა ბესელია ნიკა გვარამია შუაშისტ-ნეიტრალები ხალხის მაჯისცემა 2018-06-19
Tags არასამთავრობო სექტორი ეკა ბესელია ნიკა გვარამია შუაშისტ-ნეიტრალები ხალხის მაჯისცემა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძლიერი წვიმა თბილისში – რა ვითარებაა დედაქალაქში

შემდეგი სტატია

„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“

მსგავსი სტატიები

„ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია

„ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018
“მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე სჩადიხართ”

“მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე სჩადიხართ”

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2020
ფანცულაია: არსებობს რისკი იმისა, რომ გამოაშკარავდეს იმ კონკრეტული ჯგუფის უკანონობები, რომელიც დღეს საპატრიარქოს სახელით გვესაუბრება

ფანცულაია: არსებობს რისკი იმისა, რომ გამოაშკარავდეს იმ კონკრეტული ჯგუფის უკანონობები, რომელიც დღეს საპატრიარქოს სახელით გვესაუბრება

14 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge