NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»“და მისი (თუ მათი) შეფასებით “მკრეხელური” საპრემიერო სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან იხსნება”

“და მისი (თუ მათი) შეფასებით “მკრეხელური” საპრემიერო სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან იხსნება”

19 ივნ 2018 კულტურა 755 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს მწერალ ლაშა ბუღაძის წერილს “ცენზურა თეატრში”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჰო, ეს ცენზურაა, როცა თეატრში მიდის ჩინოვნიკი – ამ შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რომელიღაცა N-მოხელე (თუ მოხელეები), ვერ იგებს სპექტაკლის კონცეფციას და რაკი პირდაპირ ვერ კრძალავს (რადგან ცენზურას კონსტიტუცია კრძალავს ჩვენს ქვეყანაში), საბიუჯეტო დაწესებულების, ამ შემთხვევაში, კ. გამსახურდიას სახელობის თეატრის მესვეურებს მიუთითებს, რომ სპექტაკლი აღარ ითამაშონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული თეატრის სახელით, მიზეზად კი ხმარობს სრულიად აბსტრაქტულ, პოპულისტებისა და ფარისევლებისათვის თავშესაფრად ქცეულ სიტყვას: “მკრეხელურია…”

და მისი (თუ მათი) შეფასებით “მკრეხელური” საპრემიერო სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან იხსნება.

ამ ქმედებას კი სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ცენზურა, რადგან ცენზურაა, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის განაჩენი გამოაქვს სახელმწიფო მოხელეს, სუბიექტს, რომელსაც არავინ ეკითხება, რა არის ან ვისთვის არის რაიმე “მკრეხელური”, ანკი უნდა ნახოს თუ არ ნახოს სპექტაკლი მაყურებელმა. სპექტაკლი უნდა შეაფასოს მაყურებელმა და თეატრალურმა კრიტიკამ და არა ახლად გამოჩეკილმა (სინამდვილეში, უსაშველოდ ძველმა) ცენზორ-ჩინოვნიკმა, რომლის დროც თითქოსდა იდეოლოგიზებულ საბჭოურ წარსულში უნდა დასრულებულიყო.

მაგრამ საბჭოთა კავშირი ხომ ისევ განაგრძნობს ჩვენს მენტალიტეტში არსებობას, უბრალოდ ყოფილმა პარტკომებმა, საქ. სსრ ნომენკლატურამ და ათასნაირმა უვიცმა უნამუსოდ აითვისა პატრიოტულ-რელიგიური რიტორიკა და ახლა საერთოდ დოგმების დაწესება მოინდომა ოფიციალურად ცენზურისგან თავისუფალ საქართველოში.

ამ ბუნდოვანმა ეპიზოდმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა, უამრავი შეკითხვა წარმოშვა: რა უფლებით შეაჩერეს საპრემიერო სპექტაკლები? რა უფლებით განსაზღვრავს სახელმწიფო მოხელე, რა უნდა ითამაშონ თეატრში და რა არა? რატომ მიიჩნიეს მისი (თუ მათი) აბსტრაქტული კრიტერიუმი – მკრეხელური – სპექტაკლის თეატრალური რეპერტუარიდან ამოღების ბრძანებად? როგორ ბედავს ეს ხალხი, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის კონსტიტუციას დაუპირისპირდეს? აქ, ბუნებრივია, უკვე აღარც არის ლაპარაკი ერთ კონკრეტულ სპექტაკლზე…

“მკრეხელურად” დეფინიცირებული სპექტაკლი კი მწერალ ლაშა იმედაშვილის მოთხრობის, “იესოს საქმის” მიხედვით დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო საყვარელიძემ, სადაც, როგორც ჩანს, მოხელეს ინტელექტისთვის რთულად აღსაქმელი პროცესი ჰქონდა აღწერილი: სახელდობრ, როგორ იქცა ათეისტი მორწმუნედ, რაც, პარადოქსია, კონსტიტუციის უცოდინარ ამკრძალავს მკრეხელობად მოსჩვენებია. სიუჟეტის მიხედვით, გამომძიებელს ევალება იურიდიული და არა მორალური კუთხით გამოიძიოს იესოს მკვლელობა, რაც გზადაგზა დასმული უამრავი სკეპტიკური შეკითხვის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად მეტაფიზიკური აღმოჩენით სრულდება: სკეპტიკოსი ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად მიიჩნევს აღდგომას. და ეს მავანთათვის მკრეხელობა ყოფილა.

ისევე, როგორც უხამსობა აღმოჩნდა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი “შვედები” გორის მერიის მორალისტი, ქვეყნის კონსტიტუციის არმცოდნე და კომიკურობამდე არაადეკვატური ბიუროკრატებისთვის, რომელთაც თურმე ჯეროვანი სიამოვნება ვერ მიუღიათ სამოხელეო-სათუთ გრძნობათა შეურაცხმყოფელი პიესის გამო.

გორის კომედიის ფესტივალი, თურმე მერიის მაღალჩინოსნებს მოუწყვიათ თავიანთი ბრტყელ-ბრტყელი კომენტარებით და არა მსახიობებსა და რეჟისორებს…

რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაჯერებულ ჩინოვნიკობას (ერთ-ერთს, როგორც ამბობენ, უჩინარი მიტროპოლიტი ჰყოლია ნათესავად და, როგორც ჩანს, მისი სიბრაზით გაბრაზებულა), ახლა, ალბათ, თავის მართლებას დაიწყებენ, ასე არ ყოფილა, სხვანაირად იყოო, მაგრამ შედეგი ხომ სახეზეა: სპექტაკლი მას შემდეგ მოიხსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა – მკრეხელობის მომიზეზებით – დაუშვებლად მიიჩნიეს მისი თეატრის რეპერტუარში დატოვება.

ეს კი უდავოდ იმსახურებს, სულ მცირე, კრიტიკულ რეაქციას.”

კომენტარები

თეატრი ლაშა ბუღაძე 2018-06-19
Tags თეატრი ლაშა ბუღაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმინეს

შემდეგი სტატია

ლევან იზორია: საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – სტინგერებს მიიღებს

მსგავსი სტატიები

ბრიუს უილისისა და ემა ჰემინგის ფოტოები

12 ოქტ 2017

კიტ ჰარინგტონმა როუზ ლესლის მაცივარში ჯონ სნოუს მოჭრილი თავი დაახვედრა

09 ოქტ 2017
“დუეტი ჯორჯია” – ჩვენი ახალი ნამუშევარი, მოისმინეთ, შეაფასეთ (ვიდეო)

“დუეტი ჯორჯია” – ჩვენი ახალი ნამუშევარი, მოისმინეთ, შეაფასეთ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 22 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

    საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge