საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატშიმთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენაზე, რეგლამენტით დადგენილი პროცედურა უნდა იქნასდაცული.
„რეგლამენტის თანახმად, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდაიყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. ამ პრინციპიდან გადახვევა გვქონდა ჩვენ წინამოსმენის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას ესწრებოდნენ არა მხოლოდშესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები,
პარლამენტის წევრები, არამედ, ასევე, სხვა პირები, არაფრაქციის წევრები, არა დეპუტატები, რომლებიც, ასევე, კითხვებსაც სვამდნენ მთავრობის მიმართ, რაც არის,ბუნებრივია, რეგლამენტის საწინააღმდეგო მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივყვეთ რეგლამენტით დადგენილპროცედურას. რა თქმა უნდა, სხდომები იქნება ღია და საჯარო, ექნება ნებისმიერ პირს იმის საშუალება, რომდაესწროს სხდომას, მეორე იარუსზე, სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, თუმცა, რაც შეეხება დარბაზს და რაცშეეხება კითხვა-პასუხს, იქნება, რა თქმა უნდა, კითხვების დასმა შესაძლებელი პარლამენტის წევრთა მხრიდან.კიდევ ერთხელ, ეს არის შეხვედრა ფრაქციასთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და არა შეხვედრა შესაბამისპოლიტიკურ პარტიებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
კომენტარები