„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება – სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა”,- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით, მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადებას სამართლებრივი მიზეზები აქვს.
„მიზეზი არის სამართლებრივი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში, შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა და ასევე,
საჭიროა კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ სამი მოსმენით განხილვა, მიდის კანონპროექტი პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება კანონპროექტი და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლა შეუძლებელია, ბუნებრივია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ გვიწევს, სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით, ორჯერ ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. მიზეზი, კიდევ ერთხელ, მდგომარეობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, ერთი მესამედის განახლება იწვევს, ავტომატურ რეჟიმში მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადებას. სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
კომენტარები