NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

18 ივნ 2018 პოლიტიკა 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ  შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკიც დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

კომენტარები

TOP მამუკა ბახტაძე მთავრობა პარლამენტი სამინისტრო 2018-06-18
Tags TOP მამუკა ბახტაძე მთავრობა პარლამენტი სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანიაში საავტომობილო კონცერნის, „აუდის“ ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი დააკავეს

შემდეგი სტატია

ძლიერი წვიმა თბილისში – რა ვითარებაა დედაქალაქში

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს“

კახა კალაძე: “ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს“

30 აგვ 2018
გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა

გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2021
კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

09 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge