თბილისში აბაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად არავინ დაშავებულა – ამის შესახებ News.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები