NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი სესიაშვილი: „საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს”
????????????????????????????????????

ირაკლი სესიაშვილი: „საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს”

14 ივნ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სესიაზე – „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა – პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება”, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმა და გამოიყენა ყველა კონფლიქტის კერა, იმისთვის რომ თავისი ინტერესების რეალიზება მოეხდინა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, დღეისათვის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20% და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი, ასევე რიგ რეგიონებში კონფლიქტური კერები მძვინვარებს. შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებები გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს და სათანადო სახელი დაერქვას – რუსეთი არის აგრესიული, ერთგვარად მოქნილი და სწრაფი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გასვა ხაზი. მისივე შეფასებით, აუცილებელია რომ ევროკავშირი და ნატო უფრო ქმედით მოქმედებებზე გადავიდეს და მომლოდინე პოზიცია აქტიური ნაბიჯებით შეიცვალოს, რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებს.

„საქართველო ძალიან მალე უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამისთვის კარგი საფუძვლები არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა წევრობისთვის უფრო მეტად არის მზად ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს გაცილებით ძლიერები, დემოკრატიულები და ეკონომიკურად მდგრადები ვართ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის ამბიცია გაგვაჩნდეს. ნატოს წევრობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს გააჩენს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

კომენტარები

ირაკლი სესიაშვილი 2018-06-14
Tags ირაკლი სესიაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

შემდეგი სტატია

პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს

მსგავსი სტატიები

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

12 სექ 2018
სასამართლომ თემურ ბასილია უდანაშაულოდ ცნო და უკანონო მსჯავრდების განაჩენი გააუქმა

სასამართლომ თემურ ბასილია უდანაშაულოდ ცნო და უკანონო მსჯავრდების განაჩენი გააუქმა

03 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge