NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

14 ივნ 2018 ახალი ამბები, კულტურა 520 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, პრესტიჟული სააგენტო Magnum Photos-ს სრულუფლებიანი წევრი მარტინ პარი სტუმრობს, რომელიც თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის.

პროექტის – „მარტინ პარი – თბილისი“ შესახებპრესკონფერენცია გაიმართა. პროექტის დეტალებზეფოტოგრაფმა მარტინ პარიმ, თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, „თიბისი ბანკის“წარმომადგენელმა ალექსანდრე მაყაშვილმა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა და პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ენუქიძემ ისაუბრეს.

„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრად არის მიწვეული. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის მოწვევით, საქართველოში სტუმრად იმყოფება მარტინ პარი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის წარმდგენი იქნება. ის წიგნზე – City Book Tbilisi იმუშავებს, რომლის ტექსტის ავტორიც აკა მორჩილაძეა. Magnum Photos-ს ფარგლებში, 30 ნამუშევარი იქნება წარდგენილი, რომელზეც ცნობილი ფოტოგრაფები მუშაობენ. აღნიშნული ექსპოზიციები თბილისსა და თბილისის მერიასსაჩუქრად გადმოეცემა და ის ჩვენი მოქალაქეებისთვისხელმისაწვდომი იქნება. პროექტი თბილისის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებასშეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.  

მარტინ პარი საქართველოში დედაქალაქის მერიის მოწვევით ჩამოვიდა. ფოტოები, რომელსაც ის თბილისში გადაიღებს, Magnum Photos-ს სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება.

ასევე, წიგნის – „თბილისი მარტინ პარის მიერ/City Book Tbilisi by Martin Parr“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება დაერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან – Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცემა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას Magnum Photos საჩუქრად გადმოსცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს, უკვე საქართველოსდედაქალაქში შეეძლება.

მარტინ პარიმ საერთაშორისო აღიარება ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა. მის ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტემ და ფერმა იგი 1980-იანი წლებიდან ყველაზე უფრო წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოახვედრა, რის შედეგადაც, ის სააგენტო Magnum Photos-ს მთავარი წევრი გახდა.

თემები, რომლებსაც მარტინ პარი ირჩევს, სხვა ფოტოგრაფებისგან იმ ნიშნით გამოარჩევს, რომ მისი შემოქმედება განგრძობით სერიებს მოიცავს. მისი უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია ერთი და იმავე ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კონტექსტში, გამოფენებზე, ხელოვნების წიგნებში. ამ მიდგომის, მისი სტილისა და თემების არჩევანის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.

Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. ძლიერი ინდივიდუალური ხედვით, „მაგნუმის“ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს და განმარტავენ მსოფლიო ხალხებს, მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები ასევე, არიან: „თიბისი ბანკი“, Magnum Photos, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“.

კომენტარები

ბრიტანეთი კულტურა მარტინ პარი 2018-06-14
Tags ბრიტანეთი კულტურა მარტინ პარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4628 ლარი შეადგინა

შემდეგი სტატია

პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

მსგავსი სტატიები

„სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“

10 დეკ 2017
m2-ის პირველი სარაგბო ფესტივალი „ლელო არენაზე“ ჩატარდა

m2-ის პირველი სარაგბო ფესტივალი „ლელო არენაზე“ ჩატარდა

29 მაი 2018
პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 10 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

  • „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

    „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge