NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი კვირიკაშვილი: მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ

გიორგი კვირიკაშვილი: მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ

14 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 914 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა,-  ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის  ყოველთვის იყო და არის  გუნდური მოთამაშე.

“აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.

მინდა, აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა, ჩემს თანამშრომლებს, გათენებული ღამეებისთვის, ადამიანური თანადგომისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
მინდა, მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა – მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე, მინდა, საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და, რა თქმა უნდა – პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის – ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მინდა, გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში.
დიდი მადლობა, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი გადადგომა 2018-06-14
Tags გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი გადადგომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს”

შემდეგი სტატია

კვირიკაშვილი: ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა

მსგავსი სტატიები

სესიაშვილი: რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ომამდე ემზადებოდა

სესიაშვილი: რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ომამდე ემზადებოდა

21 მაი 2018

Twenty main Solutions to Make Your Internet site Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმის შემუშავება ხდება, თუ როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმის შემუშავება ხდება, თუ როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა

ირაკლი შალიკაშვილი 13 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge