მთავრობის კანცელარიასთან შარდის კონტეინერები მიიტანეს. ასე გამოეხმაურნენ ახალგაზრდები მარნეულში მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეების თქმით, ამაზრზენი და შემაშფოთებელია ის რაც მოხდა მარნეულში და ამ ფაქტს გადაჰყვება ხელისუფლება.
„მარნეულში მომხდარი ქმედება ყველა ზღვარს სცდება, ყველა დაშვებულ ნორმას გადაცდა დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა, დაშინება, შანტაჟი. ჩანს, რომ დღეს უკვე ხელისუფლება პანიკაშია და ამ პანიკის საფუძველზე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, სწორედ ამ ფაქტს გადაჰყვება დღევანდელი ხელისუფლება“,-განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ თაკო მეტრეველმა.
შეგახსენებთ, მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავეს.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.
კომენტარები