საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 14-15 ივნისს, ბათუმში, მე-15 საერთაშორისოკონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა” დაესწრება.
ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
კონფერენცია თემატური სესიებით გაგრძელდება, რომლებშიც, მონაწილეობას საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეთამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიღებენ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის”წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო,აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართება.
კომენტარები