NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევროპარლამენტარი: „არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ“

ევროპარლამენტარი: „არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ“

12 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1257 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ – ასეთი უნდა იყოს ევროპარლამენტის რეზოლუციის სულისკვეთება“, – ამის შესახებ პირველ არხს ანდრეს მამიკინსმა განუცხადა.

მამიკინსის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ტრაგედია და არის ტრაგედია საქართველოს მოქალაქეებისათვის. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ მსოფლიოს ყურადღება შეჩერდეს 2008 წლის ტრაგიკულ დღეებზე: „გავიხსენოთ ომი, შევაფასოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპარლამენტში მსჯელობა შედგა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის სახელწოდებაზე.

„ჩვენს კოლეგებს მემარცხენე ფრთიდან სურდათ სახელწოდების შეცვლა და ტერმინ – ოკუპირებული ტერიტორიების განდგომილი რეგიონებით ჩანაცვლება. ევროკომისია იყენებს ამ ტერმინოლოგიას, მაგრამ ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ გაკეთებულიყო აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა განდგომილ რეგიონებზე. საქმე გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, – დასძინა მამიკინსმა.

​ევროპარლამენტის წევრის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ეს არის ევროპარლამენტის პოზიცია და მოწოდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. ვაფასებთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას და გვსურს, რომ მისიამ მანდატით დაკისრებული მოვალეობა შეუფერხებლად შეასრულოს. 2008 წლის ომს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი სახლი დაინგრა, ომმა უამრავი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. ჩვენი ვალია, ეს გავიხსენოთ და შევაფასოთ. ძალიან კარგად ვიცი და მესმის, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოუშუშებელი ჭრილობა და ძლიერი ტკივილია. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და რუსეთს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამ მოწოდებას თქვენ რეზოლუციაში იხილავთ“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

კომენტარები

2008 წლის ომი ანდრეს მამიკინს ევროპარლამენტი ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები რეზოლუცია რუსეთი 2018-06-12
Tags 2008 წლის ომი ანდრეს მამიკინს ევროპარლამენტი ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები რეზოლუცია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში იმყოფება

შემდეგი სტატია

მეტეხის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა

მსგავსი სტატიები

რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ნინო ჩხეიძე 26 მაი 2022
„ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

„ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 იან 2021
თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

თიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს

27 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge