პარიზის ერთ-ერთ უბანში მამაკაცმა მძევლები აიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას France Info ავრცელებს. რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორსული ქალიც იყო.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, პირი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, აცხადებდა, რომ შეიარაღებულია და ბომბი აქვს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარ კოლომბმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა:
მამაკაცი დაკავებულია, მძევლები უსაფრთხოდ არიან. მივესალმები პოლიციელების ოპერატიულობასა და პროფესიონალიზმს.
ამ ეტაპზე პოლიცია ინციდენტს ტერაქტს არ უკავშირებს.
კომენტარები