რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს. კუპრავას განცხადებით, ის, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ხდება, მართული პროცესია.
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი დღეს დილით რუსთაველის გამზირზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა.
კომენტარები