ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც სარალიძე სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებას ითხოვს.
„ძალიან კარგია რომ დამნაშავეები დააკავეს.
მართალია მეეჭვება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმის დროს, ასე 2 დღეში შეიძლება გამოიძიო ყველაფერი. დასაკავებლები დააკავონ, ოღონდ არა ულტიმატუმის გამო, არამედ სიმართლის გამო, თორემ “დიდი ოხერია” “კუპრავა”, მაგას ულტიმატუმებს რა გამოულევს?
ღმერთმა დაგვიფაროს სიკვდილისგან ყველა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგაც იყო ჩადენილი არაერთი უმძიმესი დანაშაული, რომლის დროსაც ძალიან დაზარალდა ბევრი ადამიანი: იყვნენ უკანონო პატიმრობაში, სამსახური დაკარგა ათასობით ადამიანმა, განადგურებული იყო დიდძალი ქონება. გვართმევდნენ ქონებას. გვდევნიდნენ ცეცხლით და მახვილით!
ჩვენ ვითხოვთ დაკავებული იქნან მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი(ერთადერთი ვინც ციხეშია) ბოკერია , თარგამაძე, ბაქრაძე, კეზერაშვილი, კუბლაშვილი, გილაური, გურგენიძე, ახალაიები რა თქმა უნდა ცოლებით, ყველამ იცოდა და იცის რა დანაშაულიც ჩაიდინეს ჩვენს წინაარმდეგ და დანაშაულს მალავენ. ვფიქრობ მაშინდელი მთელი მთავრობაა დასაკავებელი თავიანთი მეუღლეებით!
ჩვენი რა ადამიანები არ ვართ და უფლებები არ გვაქვს?
P.S. გვარამიაზე არ ვამბობ არაფერს , სტრასბურგში მიჩივლებს. დაველოდები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საერთოდ მშობლები არ არიან ვალდებულები რომ თავიანთი შვილების წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. მე მგონია ასეა, თუ ვცდები?“,-წერს ხალვაში.
კომენტარები