პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანები ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას ითხოვენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები უმიზეზოდ დააკავეს და ისინი უნდა გამოუშვან.
„სახალხო დამცველმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლოსკენ მიჰყავთ ეს ბიჭები, სავარაუდოდ ადვოკატებიც მივლენ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ. ტყუილა დააკავეს, რა თქმა უნდა, უნდა გამოუშვან“,-განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები