საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი” ოფიციალურად გახსნა – საწარმო სახელმწიფოპროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით სარგებლობს.
დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოსმუშაობას გაეცნო სააგენტოს „აწარმოესაქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილხიდურელი.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსმხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს” საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492 კვ.მ.მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცატერიტორიაზე, რომელიც მანამდე არანაირიინფრასტრუქტურა არ არსებობდა და უფუნქციო იყო.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოესაქართველოში” მხარდაჭერით კომპანია„ტიფლის ტექსტილმა” საწარმო თანამედროვეხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებშითითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდასახელმწიფოს მხრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამისორი კომპონენტით სარგებლობს – ფინანსებზეხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურულიმხარდაჭერით.
„ეს დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღესვხედავთ – ევროპის უმაღლესი სტანდარტითაღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვეაწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისწინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციააგანხორციელებული”, – აღნიშნა დიმიტრიქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანიადასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირეამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაცძალიან მნიშვნელოვანია.
„ტიფლის ტექსტილს” მიერ წარმოებულიპროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიანმოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისიხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიანმნიშვნელოვანია – პროდუქცია განკუთვნილიაექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებსჩვენს საგადასახადო ბალანსს და ქვეყანაში მეტვალუტას შემოიტანს”, – აღნიშნა დიმიტრიქუმსიშვილმა.
კომენტარები