პარტია „ახალი საქართველოს“ განცხადებით, დაკავებულია მათი პარტიის წევრი გიორგი ხაბურზანია. როგორც პარტიაში აცხადებენ, უცნობია ხაბურზანიას ადგილსამყოფელი.
„რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე დააკავეს „ახალი საქართველოს“ წევრი, გიორგი ხაბურზანია. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ვცდილობთ დეტალების გარკვევას“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები