„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს წევრს ნუგზარ წიკლაურს პასუხობს, რომელმაც სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველო“ „გაყიდულ ოპოზიციად“ მოიხსენია.
„მერე უკვირთ, რომ პოლიტიკოსები დემონიზებულები არიან ხალხის თვალში. აი ასეთი უპასუხისმგებლო შტერები არიან – არც 90-იანმა წლებმა ასწავლა ჭკუა, არც გუშინდელი ჩაფლავებული აქცია აღმოჩნდა მათთვის გაკვეთილი. მაინც „მიშას გარეშე ნულებზე“ მსჯელობს. მაინც დგას და ვულგარულად აცხადებს თავს ხალხად. მაინც ვერ უშვებს იმას, რომ შეიძლება მათშია პრობლემა – შეიძლება მისი და მისი ლიდერის ბრალია რომ ხალხი არ ენდობა და მათ აქციებზე არ გადის.
ტალახის გუნდების მოზელვის და სროლის გარდა არაფერი შეუძლია. ყველაფერი “მოღალეტეების” ბრალია!“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
მერე უკვირთ, რომ პოლიტიკოსები დემონიზებულები არიან ხალხის თვალში. აი ასეთი უპასუხისმგებლო შტერები არიან – არც 90-იანმა…
Posted by Tamara Chergoleishvili on კვირა, 10 ივნისი, 2018
კომენტარები