NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები რუსული აგრესიის შესაჩერებლად“

„სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები რუსული აგრესიის შესაჩერებლად“

10 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საპარლამენტო ასამბლეა იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სამმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეა დააფუძნა. მისი თქმით, ასამბლეის პირველი სესია შემოდგომაზე თბილისში გაიმართება.

​„საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას აქვს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. სამივე ქვეყნის  მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხმად ვისაუბროთ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებასთან. ამ კუთხით, საპარლამენტო ასამბლეა ძალიან ეფექტური მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ  ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა მიმართულებით გვექნება საინტერესო დისკუსიები ამ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი ასამბლეა შედგება თბილისში შემოდგომაზე, ამასთან დაკავშირებით უკვე შევთანხმდით ჩემს კოლეგებთან ერთად”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო ასამბლეაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ერთობლივი ზომების მიღება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

„ჩვენი საერთო ეროვნული გამოწვევა, არის,  რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ამ კუთხით, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია და ეს იქნება, საპარლამენტო ასამბლეის განხილვის ერთერთი უმთავრესი საგანი. არის საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელებთ ერთობლივად, ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი იქნება ძალიან წარმატებული”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

ეროვნული ინტერესები ირაკლი კობახიძე ტერიტორიული მთლიანობა 2018-06-10
Tags ეროვნული ინტერესები ირაკლი კობახიძე ტერიტორიული მთლიანობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის შვიდ რაიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

შემდეგი სტატია

„მამა-შვილი ვაზაგაშვილების, დედა-შვილი გირგვლიანების საფლავები დაარბიეს და იქვე ახალი გათხარეს მორიგი მსხვერპისთვის“

მსგავსი სტატიები

„დილა მშვიდობისა სამარხვო  ნამცხვრების  ქვეყანავ“

„დილა მშვიდობისა სამარხვო  ნამცხვრების  ქვეყანავ“

07 მაი 2018

„არჩევნებში ვიმარჯვებთ ფანტასტიკური შედეგით“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

23 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

    ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

  • Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

    Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

  • GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

    GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

  • მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

    მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

  • იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

    იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

  • ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

    ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

  • რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

    რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

  • ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

    ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

  • მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

    მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

  • უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

    უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge