NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რა კითხვები აქვს ნინო ლომჯარიას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით

რა კითხვები აქვს ნინო ლომჯარიას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით

10 ივნ 2018 ახალი ამბები, სამართალი 682 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიამ  სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“ჩვენი აპარატის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლეს მკვლელობის და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობის გამოძიების ის მასალები, რომელიც სასამართლოში გაიგზავნა. 5 დღეში მოვახერხეთ 10 ტომის შესწავლა დეტალურად; შევძელით ყველაზე მნიშვნელოვანი მასალების კრიტიკულად გააზრება და დოკუმენტების ურთიერთშედარება. ჯერ-ჯერობით არ გავცნობივართ მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედების საქმის იმ დეტალებს, რომელსაც ამ ეტაპზე ინტენსიურად იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა, უახლოეს დღეებში შსს ეტაპობრივად გაგვაცნობს აღნიშნული გამოძიების მასალებსაც’- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს: ერთი, რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო; მეორე, რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

“ჩვენ მიერ ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, რომელთა გარშემოც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული.

ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს სასამართლო განხილვის მასალები, რომელთაც სასამართლოში გავეცნობით. ასევე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ განაჩენს, რომელიც კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საბოლოო დასკვნას საზოგადოებას ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ წარმოვუდგენთ.

აქვე გვსურს, მივესალმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით პარალელურ რეჟიმში უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობთ, აღნიშნული პირებისთვის ბრალის წაყენება არსებული კითხვების ნაწილს მაინც გასცემს პასუხს. იმედს ვიტოვებთ, პარალელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროც გასცემს საქმეში არსებულ კითხვაზე პასუხის”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ჩვენი შეფასების ერთერთი საგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში 2018 წლის ივნისიდან წარმოებული გამოძიების ეფექტურობის შეფასება იქნება.

 

კომენტარები

ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩა 2018-06-10
Tags ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის შვიდ რაიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

მსგავსი სტატიები

კუს ტბის საბაგირო მგზავრებს 20 მარტს ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო მგზავრებს 20 მარტს ვერ მოემსახურება

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
„ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“

„ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“

24 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge