რუსთაველის გამზირე მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტებთან საუბრის დროს იმ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომლებმაც აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი დღეს განაცხადეს.
„მე მაქვს კითხვა იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებმაც დღეს გადაწვიტეს, რაღაც გაურკვეველი მიზეზებით, გვერდზე გამდგარიყვნენ. პირველ დღეს, როდესაც ანალოგიური მოთხოვნები იყო ზაზა სარალიძის მხრიდან, რომ დაისაჯონ მკვლელთა მფარველები, ისინი ხომ იდგნენ რუსთააველზე, დღეს რა შეიცვალა, მოთხოვნები ხომ იგივეა, ზაზა სარალიძე იგივეს ითხოვს, საზოგადოება, რომელიც იკრიბება, იგივეს ითხოვს, მაშინ რა შეიცვალა“,-განაცხადა სარალიძემ.
კომენტარები