ბოლშევიზმი, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ემუქრება ტრაგედიებით, დამნაშავეებზე ხელის დაფარებით, უნდა დასრულდეს ყველგან, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ რუსთაველზე გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ შვილმკვდარ ადამიანებს და დავგმოთ უსამართლობა. ბოლშევიზმი, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ემუქრება ტრაგედიებით, დამნაშავეებზე ხელის დაფარებით, უნდა დასრულდეს ყველგან. ჯერ კიდევ არისტოტელე იძახდა, ადამიანი პოლიტიკური ცხოველიაო, მისი ყველა აქტიურობა საჯარო სივრცეში არის უკვე პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს პროცესი, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს აქცია არის მხარდამჭერიც და არის პოლიტიკურიც”-აცხადებს ნიკოლოზ მაჭუტაძე.
კომენტარები