აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სინგაპურში ჩაფრინდა. ბორტმა ნომერი ერთი, დაჯდომა სამხედრო ბაზაზე განახორციელა.
დონალდ ტამპი ჟურნალისტებთან შესახვედრად სასტუმრო “შანგრი-ლა”-ში გაემართა. აშშ-ს პრეზიდენტთან არიან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ისტორიაში პირველი სამიტია დაგეგმილი, რომელზეც ერთმანეთს ორი ქვეყნის ლიდერები შეხვდებიან.
ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა.
კომენტარები