გომბორის უღელტეხილზე, თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე 2 ბავშვია დაღუპული, დაშავებულია რამდენიმე ბავშვი.
ადგილზე მიმდინარეობს ხევიდან ბავშვების ამოყვანის სამაშველო ოპერაცია. ადგილზე იმყოფებიან, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
კომენტარები