NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მირზა სუბელიანი დაკავებულია

მირზა სუბელიანი დაკავებულია

09 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 1683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ბრიფინგი ამ წუთებში იმართება. შსს-ს ინფორმაციით,  1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით არის დაკავებული.

“რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”- აცხადებენ შსს-ში.

მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დღეს უკვე მესამედ დაიბარეს. შსს-ში მოგვიანებით სუბელიანის ადვოკატიც მივიდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

2018-06-09
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-ში 17:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა

შემდეგი სტატია

298 ცარიელი თეთრი სკამი – აქცია რუსეთის საელჩოსთან ჰააგაში

მსგავსი სტატიები

ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

17 ნოე 2017
ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2021
რიკოთზე სატვირთო ავტომობილი იწვის

რიკოთზე სატვირთო ავტომობილი იწვის

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge