NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი კვირიკაშვილი: გუდაური სამჯერ გაიზრდება

გიორგი კვირიკაშვილი: გუდაური სამჯერ გაიზრდება

08 ივნ 2018 ახალი ამბები 862 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც გუდაურის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დამტკიცდა.

პრემიერის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას, განსაკუთრებით, ზამთრის კურორტებზე, რათა არ იყოს სტიქიური განვითარება და თავიდანვე სწორად დაიგეგმოს – არსებობდეს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზონები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები.

„სტიქიურად, მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით ამის მიშვება, არასწორ შედეგს მოგვცემს. ვფიქრობ, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ განახორციელა კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად, გვაძლევს საშუალებას, გეგმაზომიერად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი კურორტი გუდაური”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტის გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველო, კერძოდ გუდაური და ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

„გუდაური, სამ ტერიტორიად იყოფა,  ესენია – 1. ცენტრალური გუდაური; 2. ახალი გუდაური, რომელიც იქნება  კურორტის  მთავარი საფეხმავლო  ცენტრი. ასევე, საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები,  საკონფერენციო დარბაზები და ა.შ; 3. კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან და სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს მისცემს საშუალებას, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით, რომლის მშენებლობა წელს იწყება, ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალში ტრასების განვითარება იგეგმება ასევე ჩრდილოეთის ფერდობზე, რადგან ჩრდილოეთის ფერდობს, მზის მიდგომის გათვალისწინებით, თოვლის გაცილებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების პოტენციალი აქვს.

„მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის. ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ბევრ წამყვან კურორტზე, ნახევარს აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უბრალოდ ახალი წლის გასატარებლად, დასასვენებლად მიდიან და არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ გუდაურში, მიმდებარე სოფლებისა და სტეფანწმინდის მცხოვრებლებისთვის ოთხსეზონიანი დატვირთვა და შემოსავალი”, –  აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას წაახალისებს.

P

კომენტარები

გაზრდა გიორგი კვირიკაშვილი გუდაური 2018-06-08
Tags გაზრდა გიორგი კვირიკაშვილი გუდაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დღეს 8 ივნისია, ისევ არავინაა დაკავებული“

შემდეგი სტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევი ასამართლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეჟიმის სისასტიკისთვის“

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

26 თებ 2019

კობახიძე: იურიდიული დახმარების სამსახურს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება

28 სექ 2017
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge