კანადის სენატმა რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას ფლობა, მოხმარება და გაყიდვა დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა 52-მა პარლამენტარმა, ხოლო 30 კი წინააღმდეგ წავიდა.
კანონი ძალაში შესვლა 2018 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კანადა „დიდი ოცეულის“ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მარიხუანას ლეგალიზებას მოახდენს.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რეგულირება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უკეთ აკონტროლოს და დაარეგულიროს მარიხუანას წარმოება და მოხმარება, რაც თავის მხრივ მარიხუანას არალეგალურ ვაჭრობაში ჩართულ პირებს დაარტყამს.
აღნიშნული კანონპროექტით, კანადელებს თან 30 გრამი მარიხუანის ქონა შეეძლებათ. ამავდროულად, სერიოზული ჯარიმებია გათვალისწინებული მათთვის, ვინც მარიხუანას ლიცენზიის მოპოვების გარეშე გაყიდის ან მათ არასრულწლოვანებს მიჰყიდის.
epa03462089 (FILE) A file photo dated 31 August 2010 shows a worker tending to cannabis plants at a growing facility for the Tikun Olam company near the northern Israeli town of Safed, Israel. Reports on 07 November 2012 state that Colorado and Washington became the first US states to legalize cannabis for recreational use, while medical marijuana initiatives were on the ballot in Massachusetts, Montana and Arkansas. EPA/ABIR SULTAN ISRAEL OUT *** Local Caption *** 02310452
კომენტარები