საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მათი ხელწამოსაკრავი არ არის და წულუკიანზე საუბარს სჯობს, საქართველოში მათი იუსტიციის მინისტრი ჩამოიყვანონ და მან გასცეს პასუხები საზოგადოებასა და მართლმსაჯულებას.
„რაც შეეხება წულუკიანს, თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი, გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს საზოგადოებასა და მართლმსაჯულებას“,-განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები