მინიმუმ სირცხვილია და მაქსიმუმ, ღმერთის გეშინოდეთ, ვინც მოკლულ პატარა ბავშვზე ავრცელებთ ბინძურ ინფორმაციას,- ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში იწერს.
„ეთერშიც ვთქვი, როცა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ვსაუბრობდი და აქაც დავწერ, მინიმუმ სირცხვილია და მაქსიმუმ, ღმერთის გეშინოდეთ, ვინც მოკლულ პატარა ბავშვზე ავრცელებთ ბინძურ ინფორმაციას, სხვებზე ძალადობდა და აბულინგებდა სხვებს და ამიტომ მოკლესო. ანგელოზივით ბავშვი მოკლეს და თუნდაც ჩხუბი ჰქონოდა ვიღაცასთან, ამიტომ უნდა მოეკლათ?!!!!!!!!! ყველაფერი არ ითქმება, როგორც არ იჭმევაო, თუ როგორცაა…..
დღეს მე და Tinatin Khidasheli ვიხსენებდით,ზუსტად ასეთ ჭორებს უვრცელებდნენ თავის დროზე სანდრო გირგვლიანს, როცა ის ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს, ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და მოჩხუბარი იყოო! მართლა არსებობს ადამიანობის რაღაც ზღვარი და შეეშვით სიბინძურეების გავრცელებას პატარ,ა, სისასტიკით მოკლულ ბავშვზე. ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი. გაჩუმდით მაინც, ცოტა შეგეშინდეთ“,-წერს ინგა გრიგოლია.
კომენტარები