NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის დიდ დიღომში ორი ნაკვეთი გამოიყოფა

კახა კალაძე: ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის დიდ დიღომში ორი ნაკვეთი გამოიყოფა

06 ივნ 2018 ახალი ამბები 1333 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე დიდ დიღომში ორი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რაზეც მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ჯამში 3 500 ადამიანია დაზარალებული, ამ ეტაპზე კი 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება.

„დღეს მინდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ ორი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 2 ჰექტარია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე, ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდება დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ეს ის ოჯახებია, რომლებიც 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაზარალდნენ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს მოუწოდა, რომ დაინტერესდნენ წარმოდგენილი პროექტით, იქონიონ კომუნიკაცია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან და მონაწილეობა მიიღონ მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ პროექტებზე. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კიდევ ახალ პროექტებს და გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ  3-4 წლის განმავლობაში, მთლიანად მოვაგვარო და მოვაწესირგოთ ეს პრობლემა და ყველა ოჯახი და ადამიანი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები

2018-06-06
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე: „მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე“

შემდეგი სტატია

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა

მსგავსი სტატიები

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

16 სექ 2017
პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

06 თებ 2018
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები წითელი ცირკულარით ძებნილებად გამოცხადდნენ

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები წითელი ცირკულარით ძებნილებად გამოცხადდნენ

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge