NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე: „მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე“

კალაძე: „მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე“

06 ივნ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 969 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძემ საზოგადოებას, გაფიცულ მემანქანეებს, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, გუშინ ღამით, ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ასევე, მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც მემანქანეებს აწუხებთ. ჩემი მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ 2019 წელს, აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მუნიციპალიტეტის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ არსებული მდგომარეობა გაითავისეს. მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო ავტობუსის მძღოლებს, იმ შრომისთვის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში გაწიეს. მესმის, რომ ძალიან რთული იყო ამ პირობებში მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია. გაძლევთ პირობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი ჩვენი მომავალი თაობებისთვის უკეთესი იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

გაფიცვა კახა კალაძე მემანქანეები მერია მეტრო მეტროპოლიტენი 2018-06-06
Tags გაფიცვა კახა კალაძე მემანქანეები მერია მეტრო მეტროპოლიტენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„წინა კომისიებში უმრავლესობა წარმოადგენდა ხოლმე შემადგენლობის ნახევარს და თავმჯდომარესაც“

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის დიდ დიღომში ორი ნაკვეთი გამოიყოფა

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 23 ივნისი დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 23 ივნისი დროებით შეიზღუდება

22 ივნ 2018

მიხეილ ჯანელიძე: ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა

20 დეკ 2017

სააკაშვილი: „ავღანეთში უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ“

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge